საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინგოროყვას კლინიკაში „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი მოინახულეს.
ელჩებს შორის იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ლატვიის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩები. ისინი თავდაპირველად ნოდარ მელაძეს და კლინიკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამის შემდეგ მოინახულეს დაშავებულები და ადგილზე გაეცნენ მათ მდგომარეობას.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.