საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამი დეპუტატის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელა. უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატია.
ჯამში უფლებამოსილება ვადამდე ადრე ქართული ოცნების რვა დეპუტატს შეუწყდება.
საპროცედურო კომიტეტმა უკვე იმსჯელა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის, მაკა ბოჭორიშვილის, დავით სონღულაშვილის, ანრი ოხანაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე.
საპროცედურო და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს ეცნობება, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.