ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა რვა მილიარდ 820 მილიონი ლარის ოდენობით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 990 მილიონ ლარზე მეტით.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, 2025 წელს იზრდება პენსიებისა და კომპენსაციების მოცულობა.
„ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია: მოსახლეობის სოციალური დაცვა – ექვს მილიარდ 353 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, საპენსიო უზრუნველყოფა – ოთხ მილიარდ 498 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებშიც, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია იზრდება 35 ლარით და 2025 წლის იანვრიდან განისაზღვრება 350 ლარით.
70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია, ასევე, იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით;
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის კანონით განსაზღვრული 20 პროცენტიანი დანამატების გათვალისწინებით, 70 წლამდე პირთა პენსია იქნება 420 ლარი, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია 540 ლარი;
პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციის ოდენობები, რომელთა დაანგარიშება დაკავშირებულია სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე. სახელმწიფო კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 035 ლარით, ხოლო ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ზედა ზღვრის ოდენობა განისაზღვრება 1 235 ლარით.
მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება იზრდება მილიარდ 639 მილიონ ლარამდე;
აღნიშნული თანხის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების, ასევე, დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით, ასევე, გათვალისწინებულია 120 ათას სოციალურ სარეიტინგო ქულამდე მყოფი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარების დაფინანსება; სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში – 113,0 მლნ ლარი.
პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სპენსიო დანამატის მოცულობაც; სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამის დაფინანსება შეადგენს 95,0 მილიონ ლარს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა – გათვალისწინებულია 1 მილიარდ 859 მილიონი ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 220 მილიონ ლარს. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების ზრდა; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა – 100 მილიონი ლარი; დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა – 112 მილიონ ლარზე მეტი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობა – 268 მილიონი ლარი“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ 2025 წელს 10%-ით იზრდება მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები.
„გამოყოფილი თანხები ძირითადად, მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
მათ შორის: