პარლამენტში რვა ახალი წევრის უფლებამოსილების საკითხი განიხილეს

10 დეკემბერი 2024, 16:48 254 ნახვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრების ნაცვლად, მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს რვა ახალი წევრი შეემატება. დავით მათიკაშვილის განმარტებით, თითოეულ ადგილმონაცვლესთან დაკავშირებით, კომიტეტის მიერ მოკვლევა ჩატარდა. კომიტეტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან მიიღო შესაბამისი განკარგულებები დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ადასტურებს ამ პირთა უფლებამონაცვლეობაზე სამართლებრივ მზადყოფნას.

კერძოდ, პარლამენტის გამოკლებული წევრის ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლე იქნება ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე – არჩილ გორდულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე – სალომე ჯინჯოლავა, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლე – თორნიკე ბერეკაშვილი, მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე – თორნიკე ჭეიშვილი, ანრი ოხანაშვილის ადგილმონაცვლე – პაატა სალია, მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლე – გიორგი გუგუჩია და დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე – ირაკლი ჭეიშვილი.

პარლამენტმა, დღეს, პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში