ამ წუთებში უმაღლესი საბჭო 2025 წლის აჭარის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს განიხილავს. ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს აჭარის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე აცნობს.
პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ასიგნებები შეადგენს 880 მილიონ 100 ათას ლარს.
სხდომას არ ესწრება ოპოზიცია, როგორც იცით, პარლამენტის მსგავსად არც აჭარის საკანონმდებლო ორგანოში შედიან მმართველი გუნდის ოპონენტები.