ვაჟა და გელა გორგილაძეების პერსონალური გამოფენა

11 დეკემბერი 2024, 10:26 289 ნახვა

ბათუმელი ხელოვანი ძმების - ვაჟა და გელა გორგილაძეების პერსონალური პირველი გამოფენა გაიმართა ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის გალერეაში.

გამოიფინა 50-ზე მეტი ნამუშევარი, რომელიც შესრულებულია გრაფიკის და გობელენის ტექნიკაში.

ძმები გორგილაძეები სიცოცხლის ბოლომდე სამხატვრო სკოლის პედაგოგები იყვნენ.

ხელოვანების ნამუშევრები სამხატვრო სკოლის საგამოფენო სივრცეში 25 დეკემბრამდე გამოიფინება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში