ახალი თანამედროვე სკვერი ახოში

11 დეკემბერი 2024, 18:22 232 ნახვა

ქედაში, ახალი თანამედროვე ტიპის სკვერი აშენდა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე, ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახოში აშენდა, რომლის დასრულებული სამუშაოები დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ, პირველ მოადგილესთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო დასასვენებელი ფანჩატური, დეკორატიული ქვაფენილი, წყლის შადრევანი, ლამპიონები, მწვანე საფარი და დეკორატიული ხეები. ასევე, დამონტაჟდა ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონი. სკვერის მშენებლობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 460 000 - მდე ლარი დაიხარჯა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში