მოქალაქეების მოთხოვნა საქართველოს საგზაო დეპარტამენტს

11 დეკემბერი 2024, 18:24 362 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში კირკიტაძეების 3 წევრიანი ოჯახი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან პირობის შესრულებას ითხოვს.
კირკიტაძეები აცხადებენ, რომ შემოვლითი გზის მშენებლობის დროს, მძიმე ტექნიკის შეყვანის გამო დაზიანდა სანიაღვრე არხი, მიწის ნაკვეთი და მწვანე ნარგავი. ადგილობრივების განცხადებით, დეპარტამენტისგან პირობა ჰქონდათ მიღებული, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ზარალი ანაზღაურდებოდა, თუმცა კირკიტაძეები აცხადებენ, რომ ტერიტორია დღემდე მოუწესრიგებელია.
მათივე განმარტებით, კომპანიის წარმომადგენლები 2023 წლამდე მათ კომპენსაციასაც უხდიდნენ, თუმცა უკვე ერთი წელია თანხა არ მიუღიათ და კომპანიას არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეუსრულებია.
სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ფოლადი" დღეს ადგილზე სამუშაოების აწარმოებდა, თუმცა კირკიტაძეების ოჯახმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სამუშაოები შეაჩერებინეს. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
აჭარის მაუწყებელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელს დაუკავშირდა და საკითხთან დაკავშირებით უწყებისგან პასუხს ველოდებით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში