პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მოსმენა გრძელდება

12 დეკემბერი 2024, 10:27 230 ნახვა

პარლამენტში "ქართული ოცნება" საკუთარ ინიციატივებს დაჩქარებული წესით განიხილავს. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც აქციების დროს, დემონსტრანტებისთვის სახის დაფარვის აკრძალვასა და პიროტექნიკის იმპორტისა და გაყიდვის რეგულაციებს ეხება.

ასევე "ქართული ოცნების" ინიციტივით შესაძლოა აქციებზე ლაზერის გამოყენებაც აიკრძალოს.

ცვლილებები გუშინ იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე. დღეს კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღება უნდა მოხდეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტი ქვეყანაში საპროტესტო მუხტის შემცირებას და მოსახლეობის დაშინებას ემსახურება. მმართველ გუნდში ცვლილებებს ძალადობის პრევენციად ხსნიან.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში