სახალხო დამცველის განცხადება

12 დეკემბერი 2024, 09:01 179 ნახვა

„გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე და საჯარო მოხელეებს ამ უფლებით სარგებლობის კონსტიტუციური უფლება აქვთ“, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება თბილისის მერიის თანამშრომელთა მიმართვას ეხმიანება, ასევე, სხვა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების საკითხს.

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია თანასწორობის პრინციპი და დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო.

უფლებადამცველი აღნიშნავს იმასაც, რომ შეისწავლის საჯარო მოხელეთა შრომის თავისუფლების შესაძლო დარღვევის ფაქტებს და მოკვლევის შედეგებს საზოგადოებას აცნობებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში