“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივები

12 დეკემბერი 2024, 12:01 228 ნახვა

პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მოსმენა გრძელდება. ქართული ოცნება საკუთარ ინიციატივებს დაჩქარებული წესით განიხილავს. 

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც აქციების დროს, დემონსტრანტებისთვის სახის დაფარვის აკრძალვასა და პიროტექნიკის იმპორტისა და გაყიდვის რეგულაციებს ეხება.

ასევე ქართული ოცნების ინიციტივით შესაძლოა აქციებზე ლაზერის გამოყენებაც აიკრძალოს. ცვლილებები უკვე მეორე მოსმენით იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს, დღესვე კი პლენარულ სხდომაზე გაიტანენ და პირველი მოსმენით უნდა მიიღონ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ახალი კანონპროექტი ქვეყანაში საპროტესტო მუხტის შემცირებას და მოსახლეობის დაშინებას ემსახურება. მმართველ გუნდში ცვლილებებს ძალადობის პრევენციით ხსნიან.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში