„მთავარი არხის“ და ზაზა ოქუაშვილის განცხადებები

12 დეკემბერი 2024, 09:26 236 ნახვა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა არხის დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან ტელეკომპანიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რასაც არხის ჟურნალისტები და წამყვანებიც ესწრებოდნენ.

გაბუნიას განცახდებით, ოქუაშვილის წარმომადგენელმაც  კომპანიის თანამშრომლებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებები მიიღო. ჟურნალისტები ვერ იღებენ ხელფასს, რადგან შეწყვიტეს ფინანსური ხელშეკრულებები და  გაუუქმდათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

გაბუნიას თქმით, იბრძოლებენ და სადამდეც შეძლებენ მაუწყებლობას არ შეწყვეტენ. ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა  „მთავარი არხის“ დამფუძნებელი. ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, არხის დახურვის გადაწყვეტილება არ მიუღია. იგი გიორგი გაბუნიას ცილისწამებაში ადანაშაულებს.

ასევე საუბრობს გაბუნიასა და ნიკა გვარამიას მიერ ტელეკომპანიის გაკოტრებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში