ამ წუთებში მუსიკის სფეროს წარმომადგენლები კონსერვატორიიდან კულტურის სამინისტრომდე აქცია-მსვლელობას მართავენ, ისინი მეორე დღეა ბათუმში დაკავებული ხელოვნების უნივერსიტეტის და კონსერვატორიის სტუდენტის ანრი კაკაბაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
დღეს ასევე აქცია-მსვლელობა მოაწყვეს პროგრამისტებმა, სტუდენტები შეიკრიბნენ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან, ეიჩარ სპეციალისტები კი რესპუბლიკის მოედანზე.
გარდა ამისა, დაგეგმილია ადვოკატების და იურისტების აქცია უზენაეს სასამართლოსთან და ფსიქოლოგების მარში რესპუბლიკის მოედანზე.