9 სოფელი ჰესის მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ

20 აპრილი 2017, 00:00 4035 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ კირნათში ჰესის შესასვლელთან 9 სოფლის მაცხოვრებლები აქციას მართავენ. მოსახლეობა კომპანია ''აჭარ ენერჯი 2007'', რომელიც  ამ ტერიტორიაზე ჰესს აშენებს, 7 თვის წინ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომპენსაციის გაცემას სთხოვს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიამ მოქალაქეების ნაწილს კომპენსაცია მისცა, თუმცა პროცესი შეაჩერა და ადგილობრივებთან კონტაქტზე აღარ გამოდის. ისინი თანხის დროულად გაცემას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან.  . 

9 სოფლის მოსახლეობას, კომპენსაციის სახით, ''აჭარ ენერჯი 2007''-მა კვადრატულ მეტრში 20 ლარი უნდა გადაუხადოს. შეთანხმება კომპანიასა და მოსახლეობას შორის 7 თვის წინ შედგა, პროცესებში ჩართული იყო ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ამავე კატეგორიაში