ხვალ პირველად საქართველოს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტს აირჩევენ. პროცესი ახალი სისტემით, ამერიკული მოდელით წარიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია.
პროცესის ადმინისტრირებას ცესკო გაუწევს. კანდიდატი ერთადერთია და ის მიხეილ ყაველაშვილია. ოპოზიცია პროცესს არალეგიტიმურს, არასამთავრობო ორგანიზაციები კი არაკანონიერს უწოდებს.
საპასუხოდ კი მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა არჩევნებზე მისცა, ამიტომ პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის.