აშშ ქართველ მაღალჩინოსნებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

13 დეკემბერი 2024, 19:14 223 ნახვა

„ქართული ოცნების“ ლიდერები ფიქრობენ, რომ აშშ-ის არსებული ადმინისტრაცია ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს - ამ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთი გადაწყვეტილების საპასუხოდ აკეთებენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდა საქართველოს კიდევ ოცამდე მოქალაქეს. მათი ვინაობა დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მათ შორის არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის ჩინოსნები და კერძო პირები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზების გაცემა აიკრძალა მათთვის, ვინც პასუხისმგებელი, ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში