სალომე ზურაბიშვილმა თბილისელებს და თბილისის ხელისუფლებას მოუწოდა ბავშვები არა რუსთაველზე, არამედ ორბელიანის სასახლესთან მიიყვანონ.

13 დეკემბერი 2024, 23:31 292 ნახვა

 

საქართველოს [პრეზიდენტი ამბობს, რომ თბილისის მთავარი ნაძვის ხის ასანთებად რუსთაველზე ბავშვების დაპატიჟება პროვოკაციაა. მისი თქმით, როცა რუსთაველზე საპროტესტო აქციები არ წყდება, ასეთი ღონისძიება არ უნდა დაიგეგმოს. 

„აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა, უწყვეტად იმ ადგილას, იმ დროს არის გამოხატული პროტესტი და ხვალ რადგანაც იმართება პარლამენტში პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება ამ ღონისძიების იმ ადგილას მოწყობა სწორედ ხვალ, შვიდ საათზე პარლამენტის წინ. სხვათა შორის, თვით ექიმები ამბობენ, რომ რუსთაველზე შენობების ფასადები უკვე გაზით არის გაჟღენთილი, ხეებიც და ალბათ სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა. მინდა, გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ ეს მისი პროვოკაცია ალბათ არაფერს არ გამოიწვევს, რადგან ქალაქში გაშლილი ეს პროტესტი ხვალაც, ზეგაც იქნება, არის ძალიან მშვიდობიანი და ალბათ თვითონ მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას. მე მინდა, მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, თუ რაღაც პროვოკაცია არ არის ხვალ, მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, და გადაიტანოს. მე ვთავაზობ აქ, ორბელიანის სასახლის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარაკები და ვითომც ბავშვებისთვის სათამაშოები, მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა, ცხადია, მთლიანად მხოლოდ პირადად მასზე იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში