29 დეკემბერს შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია, ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდებაა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს - შალვა პაპუაშვილი

14 დეკემბერი 2024, 10:10 198 ნახვა

ჩემი მოწოდებაა, სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი პრეზიდენტის არჩევის პროცესის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის, კანონისა და ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა.

„ქალბატონმა სალომემ უკვე ყველანაირ ნორმას, კონსტიტუციის, კანონის, ადამიანური ეთიკის ნორმებს გადააბიჯა. ასე რომ, მისი განცხადებები გასაკვირი არ არის, თუმცა, მე მოვუწოდებ მას და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაემორჩილონ საქართველოს კანონმდებლობას. 29 დეკემბერს შედგება ინაუგურაცია და ფიცის დადების მომენტიდან ქალბატონ სალომეს აღარ ექნება პრეზიდენტის პოზიცია. ჩემი მოწოდებაა, ქართველ ხალხს, კიდევ ერთხელ, არ უღალატოს იმით, რომ დაიწყოს ობსტრუქცია თუ საბოტაჟი ამ პროცესის მიმართ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საარჩევნო კოლეგია დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში