საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება. უკვე სამი საათია 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია ხმას აძლევს პრეზიდენტობის ერთადერთ უკონკურენტო კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილი.
პარლამენტის წევრებმა ''ქართული ოცნებიდან'' უკვე გააკეთეს თავისი არჩევანი.
როგორც უკვე იცით, პროცესში არ მონაწილეობს ოპოზიცია, შესაბამისად პრეზიდენტს ირჩევს მხოლოდ „ქართული ოცნება“.
კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე მიიღო აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრმაც.
აქვე გეტყვით, რომ საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით ირჩევს.