ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ კალაძე აწერია, მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულებაა - მამუკა მდინარაძე

14 დეკემბერი 2024, 11:50 254 ნახვა

ნაკრების მაისურზე ფეხით შედგომა იმიტომ, რომ კალაძე აწერია, მავნებლობის და ფაშიზმის ახალი გამოხატულება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, საფეხბურთო ნაკრების მაისურზე, რომელზეც „კალაძე“ აწერია, ფეხით გათელვის შეფასებისას განაცხადა.

„ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშა და გერბიც არის დატანილი. ყველას ვთხოვ, ცოტა დაფიქრდნენ, სანამ რამეს გააკეთებენ ხოლმე. ერთი ადამიანი რომ შეურაცხყონ, ამისათვის გერბზე, დროშაზე და ნაკრების მაისურზე ფეხით სირბილი არის ძალიან ცუდი რამ, რბილად რომ ვთქვათ. ცოტა დაფიქრდნენ, ვიდრე ფაშიზმის ამ ახალ მწვერვალს დაიპყრობენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში