გასულ წელს, ამ დღეს საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ერთი წლის განმავლობაში მმართველი ერთი კაცი/ერთი პარტია ანადგურებს ამ დიდ შესაძლებლობას - სალომე ზურაბიშვილი

14 დეკემბერი 2024, 12:39 191 ნახვა

გასულ წელს, ამ დღეს, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იყო საყოველთაო სიხარულის დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, ერთი წლის განმავლობაში მმართველი ერთი კაცი, ერთი პარტია ანადგურებს ამ დიდ შესაძლებლობას.

„გასულ წელს, ამ დღეს, საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ეს იყო კონსენსუსის, საყოველთაო სიხარულისა და დიდი ემოციების დღე. ერთი წლის განმავლობაში მმართველი ერთი კაცი/ერთი პარტია ანადგურებს ამ დიდ შესაძლებლობას და აშენებს რეპრესიულ ავტორიტარულ რეჟიმს“, – წერს ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში