საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
საპრეზიდენტო არჩევნები 09:00 საათზე დაიწყო.
ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ცესკო შეიკრიბება, გამართავს სხდომას, სადაც დაითვლება შედეგები და შედგება შემაჯამებელი ოქმი.
საპრეზიდენტო კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია წარდგენილი.
ცესკო-ს ინფორმაციით, 11:30 საათისთვის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კოლეგიის ნახევარზე მეტმა და არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, კანდიდატი პირველივე ტურში არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს კოლეგიის 200 ხმას.
საარჩევნო კოლეგია საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, პირველად, არაპირდაპირი წესით ირჩევს.
საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.