საქართველოს მე-6 პრეზიდენტად, 224 ხმით, საარჩევნო კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.
პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მიერ, ერთადერთ კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილი იყო წარდგენილი.
პარლამენტის სასახლეში კენჭისყრის პროცესი 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა.
საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
პარლამენტმა, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა, ცესკო-ს დახმარებით უზრუნველყო.
ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.