როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება სწორედ ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი - კახა კალაძე მიხეილ ყაველაშვილზე

14 დეკემბერი 2024, 17:12 214 ნახვა

თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

კალაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას, იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის და ქვეყანას სჭირდება, სწორედ, ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი.

„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის იცავდა საქართველოს ღირსებას და იბრძოდა ქვეყნის გამარჯვებისთვის. როგორც არასდროს, დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება, სწორედ, ასეთი პატრიოტი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, ახალი პრეზიდენტი გადადგამს ყველა ნაბიჯს საზოგადოების გაერთიანებისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის და საქართველოს გაერთიანებისთვის. მინდა, მივულოცო მიხელ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ“, – წერს კალაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში