ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

14 დეკემბერი 2024, 17:20 247 ნახვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

როგორც ალიევის მისალოც წერილშია ნათქვამი, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.

„ძვირფასო ბატონო ყაველაშვილი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. აზერბაიჯანულ – ქართული ურთიერთობები ნაკარნახევია ჩვენი ხალხის ნებით, რომლებიც ისტორიულად მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პირობებში ცხოვრობდნენ და ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთს.

 

მოხარული ვართ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც აგებულია მყარ საფუძველზე და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე, დღეს სრულყოფილად და წარმატებით ვითარდება.

 

მჯერა, რომ არ დავიშურებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისა და გაფართოებისკენ, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მისი ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებისთვის.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს მომავალ საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – წერს ილჰამ ალიევი მისალოც წერილში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში