მიხეილ ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო გავრცელებულ განცხადებაში წერს.
მათი თქმით, გაყალბებული არჩევნების შედეგად, “ქართულმა ოცნებამ” თვითნებურად და ცალმხრივად ჩამოაყალიბა პარლამენტი, რომლის პირველი სხდომა ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევით.
მესამე სექტორი მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტოს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება და დაიცვას კანონი და კონსტიტუცია.