საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პარლამენტთან, იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასასწრებად რუსთაველის გამზირზე მივიდნენ. მდინარაძემ
მდინარაძემ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ცერემონიაზე დასწრების მსურველებს მოუწოდა ტერიტორია დაეტოვებინათ.
„ჩვენ ჩვენი ხალხი გვიყვარს და მაგიტომ, ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან, ჩვენ ამ ყველაფერს მოვერიდეთ. დიდი მადლობა რომ ითვალისწინებთ და დავიშალეთ, არ დავძაბოთ სიტუაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.