სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„გულმხურვალედ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი მოუთმენლად ელოდება სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. ვუსურვებ მას წარმატებას ამ მნიშვნელოვან პოზიციაზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.