პრეზიდენტი: ''საკონსტიტუციო კომისიამ უნდა აგვიხსნას რა ლოგიკით აიღებს გაუნაწილებელ მანდატებს გამარჯვებული პარტია''

20 აპრილი 2017, 00:00 2163 ნახვა

"ვნახეთ დადებითი და წინ გადადგმული ნაბიჯი - გადავდივართ პარლამენტის წევრების არჩევის პროპორციულ წესზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაურკვეველი ლოგიკის ჩანაწერი გაჩნდა საკონსტიტუციო ცვლილებებში. რას გულისხმობს ეს, მოგებული პარტია, რომელიც თუნდაც ერთი პროცენტით იქნება წინ სხვა პარტიაზე, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს დამატებით. მაგალითად 31 % პარტია დამატებით, გაუნაწილებელი მანდატების სახით,  წაიღებს 20 პროცენტს, მეორე ადგილზე გასულ 30% პარტიას კი არ შეხვდება არაფერი. ეს არ ჯდება დემოკრატიის პრინციპში" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კომისიამ უნდა აგვიხსნას რა ლოგიკით და პრინციპით აიღებს გაუნაწილებელ მანდატებს გამარჯვებული პარტია.

"ვფიქრობ,  უფრო ნათლად უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი დამოკიდებულება, არსებული დოკუმენტის მიმართ და მივაწოდოთ ინფორმაცია საკონსტიტუციო კომისიის წევრებს. როცა ქრება საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის მთავარსარდლის თანამდებობები, ვითარებაში როდესაც პოლიტიკურ პარტიებს პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავე დროს გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ვირჩევთ, ვითარებაში როცა თვითმმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის შესახებ რეალური და პრინციპული არაფერია ნათქვამი, მე ვფიქრობ, ჩვენი აზრები და იდეები უნდა მივაწოდოთ კომისიას" -ამბობს მარგველაშვილი.

ამავე კატეგორიაში