ამ ბოლო წლებში საზოგადოებისთვის შეიძლება ცოტა უხეშადაც ჩანდა ჩემი გამოსვლები, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო არსებულ სიტუაციაში რა გამოწვევები იდგა ჩემი და ჩემი გუნდის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა, რატომ იყო "რიგ შემთხვევაში რადიკალური და აგრესიული".
„რატომ ვიყავი რიგ შემთხვევაში რადიკალური და აგრესიული - ეს ყველაფერი ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ეროვნულ ინტერესს. გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი, მაგრამ გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის ინტერესის დაცვას სხვა ფორმით“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.