ბოიკოტი საკონსტიტუციო კომისიას - შეფასებები

20 აპრილი 2017, 00:00 2278 ნახვა

ოპოზიციურმა პარტიებმა „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვეს.  ამის შესახებ შალვა შავგულიძემ და ირაკლი აბესაძემ განაცხადეს. შავგულიძის თქმით, მთლიანობაში ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიული მოწყობისათვის დამანგრეველია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტში გათვალისწინებულია მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ გამოხატული ინიციატივები და სრულიად უგულებელყოფილია ოპოზიციური პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მოსაზრებები. საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს აპროტესტებს “პატრიოტთა ალიანსიც”, პარტიის წევრები უახლოეს მომავალში შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ. 

 

კომისიის მუშაობის ბოლო ეტაპზე ბოიკოტი გაუგებარია მმართველი პარტიისთვის, ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციასთან ყველა საკითხი შეთანხებული იყო. 

ამავე კატეგორიაში