სასიამოვნო არაა ის ურთიერთობები, რაც ახლა დასავლეთთან და აშშ-სთან არის - არაერთხელ განგვიმარტავს, რომ მზად ვართ, ურთიერთობები გავაჯანსაღოთ, მთავარია ეს ორმხრივი იყოს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. ასევე აღნიშნა, რომ მალე ყველა დარწმუნდება, ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.