ევროსაბჭოს დელეგაციის პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არშესვლა დიდ შეცდომად მიმაჩნია. ევროსაბჭო ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვს. სამწუხაროა, რომ „ოცნებას“ პროპაგანდის საშუალება მისცეს. ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, ევროსაბჭოს მთავარი მანდატი ადამიანის უფლებებია.
„გუშინ გავაკრიტიკე ევროსაბჭოს ვიზიტის ფორმატი. განმარტება მინდა გავაკეთო.
სრული პატივისცემით, მაგრამ ამ მიზეზების გამო შეხვედრაზეც არ მივდივარ.
ხდება ხოლმე, რომ ორგანიზაციები ცდებიან, ამაზე ლაპარაკი არ ტეხავს, მთავარი ჩვენი პოზიციების სიმყარე და პრინციპულობაა. პოლიტპატიმრების გარეშე ეს ვიზიტი არასწორია“, - წერს ელენე ხოშტარია.