პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, ვალდებულია, გახსნას დიალოგი, ჩაერთოს დიალოგში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
ალენ ბერსეს თქმით, დემოკრატია ვერ იარსებებს მსგავსი არასათანადო მოპყრობის მუდმივი კონფრონტაციის პირობებში.
„ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმების გამოყენებით შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის, ხალხის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრულად ფუნქციური დემოკრატია ააღორძინოს, გააძლიეროს, რომელშიც უნდა ჩაერთოს ყველა, მათ შორის უმცირესობები, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
მან საქართველოში თავისი ვიზიტი მოკლედ მიმოიხილა და დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო არის ძალიან ძვირფასი წევრი ევროსაბჭოსი უკვე 25 წლის განმავლობაში და რადგანაც მე, გენერალური მდივანი გახლავართ საბჭოსი, მე არ ვარ აქ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩამოსული, ეს სხვა ინსტიტუციების გასაკეთებელია. ის რაც ხდება საქართველოში, ძალიან დიდი უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩემი, როგორც გენერალური მდივნისგან, რომ აქ არ ვიყო და ხალხის გვერდით არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისი მხოლოდ შეიძლება იყოს გადაჭრილი, თუ დავიცავთ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის"- განაცხადა ალენ ბერსემ.
ამასთან, ალენ ბერსემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თანხმობა განაცხადა მასთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ ამით მისი ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი, მე მქონდა, გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები - სამოქალაქოს საზოგადოების ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველის აპარატთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის“, - განაცხადა ალენ ბერსემ.
მისივე განცხადებით, ის მზად იყო შეხვედროდა ყველას, ახლა მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ისარგებლებენ თუ არა ამ შესაძლებლობით.
ბერსეს თქმით, დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის.
ალენ ბერსემ განაცხადა, რომ კონსტრუქციული დისკუსიები ქონდა ყველასთან, ვინც დამთანხმდა შეხვედრაზე, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დამცველის აპარატთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან.
"სამი დღე ვიმყოფებოდი საქართველოში. მე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი, შევხვედროდი ყველას. ახლა უკვე მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თუ – არა. მე ჩამოვედი აქ, ჩვენ ხომ არ ვხვდებით სტრასბურგში, ბრიუსელში. მე მოვედი აქ, რათა გამემარტივებინა შესაძლებლობა ყველასთვის, რომ ისინი შემხვედროდნენ. მე ვერ გეტყვით, მხარეებმა რა უნდა გააკეთონ, რა შეიძლება, რომ გააკეთონ. მათ ჰქონდათ ეს შესაძლებლობა, შემხვედროდნენ. ასევე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რისთვის ვიყავით აქ. აუცილებლად, ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ყველაფერი ნათქვამი"- განაცხადა ბერსემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე გუშინ უარი განაცხადეს.