ოჯახი სოცდაუცველის სტატუსს ითხოვს

20 აპრილი 2017, 00:00 2506 ნახვა

დაბა ოჩხამურში მცხოვრები ცეცხლაძეების ოჯახი სოციალური დახმარების დანიშნვას ითხოვს. ნოდარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ განცხადებით სოციალურ სააგენტოს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა  მდგომარეობის გადამოწმების შედეგად,  ოჯახს  მაღალი სარეიტინგო ქულა მიენიჭა. ოჯახის უფროსი ეტლით მოსარგებლეა, რის გამოც მისი მეუღლე მუშაობას ვერ ახერხებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი - მამული სურმანიძე სოციალურ სააგენტოს მდგომარეობის ხელახლა გადამოწმებასა და ადეკვატური ქულების მინიჭებას სთხოვს. სააგენტოში აცხადებენ, რომ მდგომარეობის შესწავლის დროს ჟუჟუნა ცეცხლაძეზე შშმ პირის სტატუსი არ ფიქსირდებოდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში