ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში, - ასე ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს პრესკონფერენციას ელენე ხოშტარია.
"ევროსაბჭოს დელეგაციის ბერსეს ვიზიტიც, ფორმატიც და შინაარსიც კომიკურ ეპიზოდად დარჩება მის დიპლომატიურ მოღვაწეობაში.
ქართველი ხალხი წყვეტს როგორ ვიცხოვრებთ და არა ეგ. აქ ხალხია ნაცემი, დასახიჩრებული, დაჭერილი და ვიღაც კაცი ჩამოდის კანონს შევაცვლევინებ ცოტას ქოცებსო.
პატივი ეცით ქართველ ხალხს ან შეგვეშვით.
ახალი არჩევნებია ერთადერთი გადაჭრა კრიზისის.
ამიტომაც არ შევხვდით არასწორად დაგეგმილ დელეგაციას"- წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან შეხვედრაზე გუშინ უარი განაცხადეს.