ალენ ბერსეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს, რუსული კანონის შელამაზება და სხვა - ნიკა მელია

20 დეკემბერი 2024, 14:51 122 ნახვა

ალენ ბერსეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს, რუსული კანონის შელამაზება და სხვა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალან ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. დღეს, მის ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს – რუსული კანონის შელამაზება და ა.შ. პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა – ახალი არჩევნები“, – წერს ნიკა მელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში