მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე გამოვხატეთ ჩვენი კმაყოფილება საქართველოსთან, მჭიდრო ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით - თურქეთის ელჩი

21 დეკემბერი 2024, 11:22 101 ნახვა

საქართველოში თურქეთის საელჩო ელჩის, ალი ქაან ორბაის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ წერს.

„შევხვდით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს. მივულოცეთ ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და ვუსურვეთ წარმატება.

 

შეხვედრაზე განვიხილეთ ორი ქვეყნის საერთო დღის წესრიგში არსებული საკითხები. ასევე, გამოვხატეთ ჩვენი კმაყოფილება მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთკავშირების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და დავადასტურეთ თანამშრომლობის ყველა სფეროში განვითარების ორმხრივი სურვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში