ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, ლამის რუსეთის აგენტად გამოაცხადეს, ეს არის ბოლშევიზმი 100 წლის თავზე - შალვა პაპუაშვილი

21 დეკემბერი 2024, 11:57 83 ნახვა

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, იმის გამო, რომ მის რომელიღაც წინადადებაში, რაღაც არ მოეწონათ, ლამის პირდაპირ გამოაცხადეს რუსეთის აგენტად - მივმართავ მათ, ვინც ხელს ართმევს გვარამიას, „დროას“, „ნაციონალური მოძრაობას“, „ლელოს“ - აქ რომ ჩამოდიან და ჩახუტებაში არიან ამ რადიკალებთან, მათი წაქეზებულია ის სამარცხვინო ისტერია, რასაც ეს პოლიტიკური ჯგუფები და მათი მოკავშირე „ენჯეოები“ უწყობენ ყველას, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის მხრიდან რუსეთის აგენტად სტიგმატიზება ხდება ნებისმიერი ადამიანის, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება.

„გუშინდელი ფაქტი და ამ დღეებში გენმდივნის სტუმრობა აჩვენებს, როგორ ქმნიან ცარიელ ადგილზე ყალბ ნარატივებს. ამ მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, იმის გამო, რომ მის რომელიღაც წინადადებაში, რაღაც არ მოეწონათ, ლამის პირდაპირ გამოაცხადეს რუსეთის აგენტად. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართია ევროსაბჭოს, რათა ამ ადამიანის საკითხი განიხილოს. ასეთ აბსურდზე გვაქვს საუბარი - ნებისმიერი ადამიანის სტიგმატიზება ხდება, როგორც რუსეთის აგენტისა, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება და მორჩა, შემდეგ მის მიმართ ყველაფერი შეიძლება. ასეთი ბოლშევიზმი, ლიბერალური ფაშიზმია, რაც დღეს გარედან წაქეზებით საქართველოშია. საქმე გვაქვს რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც, სამწუხაროდ, გარედან არიან მხარდაჭერილი. მივმართავ მათ, რომელ პოლიტიკურ ჯგუფებშიც წევრიანდებიან, ელჩებს, უცხოელ პარლამენტარებს, ვინც ხელს ართმევს გვარამიას, „დროას“, „ნაციონალური მოძრაობას“, „ლელოს“ თუ სხვა პარტიებს - აქ რომ ჩამოდიან და ჩახუტებაში რომ არიან ამ რადიკალებთან, მათი წაქეზებულია ის სამარცხვინო ისტერია, რასაც ეს პოლიტიკური ჯგუფები და მათი მოკავშირე „ენჯეოები“ უწყობენ ყველას, ვინც მათ ნარატივში არ ჯდება. ეს არის ბოლშევიზმი 100 წლის თავზე. მაშინაც, ბოლშევიზმი უცხოეთიდან შემოვიდა და ახლაც, თანამედროვე ბოლშევიზმი უცხოეთიდან წაქეზებითაა ამ ჯგუფში დაბუდებული“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში