სადავო ცვლილებები - პრეზიდენტის ვიზიტი აჭარაში

20 აპრილი 2017, 00:00 2561 ნახვა

“კონსტიტუცია ყველასია” - კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმში სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა. შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არ ყოფილან “ქართული ოცნების” წევრები. დღესვე განცხადება გაავრცელა უშიშროების საბჭოს მდივანმა. ისევე, როგორც პრეზიდენტი, დავით რაქვიაშვილიც ამბობს, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმება, სახელმწიფო უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის.

მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, რა კითხვები ჰქონდათ გიორგი  მარგველაშვილთან შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს? ასევე, როგორ შეაფასეს პრეზიდენტის გზავნილები მმართველ გუნდში?

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში