ცესკოს განცხადება ეუთო/ოდირის დასკვნაზე

21 დეკემბერი 2024, 12:20 92 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიშში არ არის ნახსენები საზღვარგარეთ ხმის მიცემის საკითხი, რაც ადასტურებს, რომ ამ თემაზე დაინტერესებული მხარეების ბრალდებისა და ზეწოლის კამპანია უსაფუძვლო იყო.
ცესკო-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეუთო/ოდირის შეფასებით, ამომრჩეველთა სიის ფორმირების პროცესი იყო ინკლუზიური და დამკვირვებელთა უმრავლესობას არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით.
განცხადებაში ნახსენებია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად გაეცნობა და შეისწავლის დასკვნაში ასახულ ყველა რეკომენდაციას, და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს მოსაზრებებს ამა თუ იმ რეკომენდაციასთან მიმართებაში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში