''კონსტიტუცია ყველასია'' - პრეზიდენტის ვიზიტი აჭარაში

20 აპრილი 2017, 00:00 3200 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლამდე, გიორგი მარგველაშვილი, ამავე კამპანიის ფარგლებში, ბათუმში სტუდენტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.  საუბარი პრეზიდენტის არჩევის წესსა და ზოგადად, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას შეეხო.  გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტის ინსტიტუტი სუსტდება, ფუნქციები კი, რომლებიც  უკონტროლო იქნება, პრემიერს ემატება.

პრეზიდენტმა კონსტიტუციაში ევროატლანტიკური კურსის შესახებ ჩანაწერის შესაძლო გაკეთების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს არ იქნება ადეკვატური. გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გაუგებარს უწოდებს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში