მეწყრული პროცესების მესამე დღე აჭარის მაღალმთიანეთში

21 დეკემბერი 2024, 15:02 96 ნახვა

ხულოსა და შუახევში სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში მიმდინარე კვირას მოსულმა უხვმა ნალექმა თოვლისა და წვიმის სახით რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები გამოიწვია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად განხორციელდა დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა.
ზვავის შედეგად ჩაიკეტა სოფელ თაგოს გზა, მცირე მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ ჩაოს გზაზეც.
ელექტროენერგიასთან დაკავშირებული შეფერხებები ამ დროისთვის მხოლოდ სოფელ ოშანახევს აქვს, მიმდინარეობს შეფერხებების აღმოფხვრა. იწმინდება შიდა საუბნო გზები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში