არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები ეუთო/ოდირის დასკვნაზე

21 დეკემბერი 2024, 17:56 103 ნახვა

„ეუთო/ოდირი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას და ცნობას. ის აფასებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულების შესრულებას არჩევნებთან მიმართებაში, ეს კი შესაძლებლობას აძლევს ქართველ ხალხს თავად შეაფასოს არჩევნების ჩატარების ხარისხი, - ამის შესახებ ისფედის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
ნინო დოლიძის თქმით, აღნიშნულ განცხადებას, უერთდება სამი სადამკვირვებლო მისია, კერძოდ, ISFED, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კოალიცია „ჩემი ხმა“, რომელიც აერთიანებს 30 საზოგადოებრივ ორგანიზაციას. მისი თქმით, ანგარიშში უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული საარჩევნო პროცესი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ანგარიშის თანახმად, საარჩევნო პერიოდში დაბალი იყო ნდობა სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სასამართლოს მიმართ პოლიტიკურად სენსიტიური საკითხების ეფექტურად და მიუკერძოებლად განხილვის თვალსაზრისით.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში