ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სალომე ზურაბიშვილს რადიკალური პროცესების განვითარების სცენარის მიხედვით დაევალა იქცეს გარკვეულ მსხვერპლად - გიორგი ვოლსკი

22 დეკემბერი 2024, 19:28 149 ნახვა

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სალომე ზურაბიშვილს რადიკალური პროცესების განვითარების სცენარის მიხედვით დაევალა იქცეს გარკვეულ მსხვერპლად და ისეთი პოზიცია დაიკავოს და ისეთი განცხადებები გააკეთოს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სისხლის სამართლის პასუხისგებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პრემიერი ამბობს, ჩანს, რომ ჰქონდა {სალომე ზურაბიშვილს} გარკვეული კონსულტაციები და მრჩევლებმაც ალბათ უთხრეს, რომ ეს რეალობაა და ამ რეალობას გაუსწორა თვალი.

 

არ ვიცი, დღეს რას იტყვის, მაგრამ ყველა შემთხვევაში მის მიერ გამოხატული მზაობა იმისა, რომ ელაპარაკოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რომ ჩერჩეტობაა ეს ყველაფერი და ბოლომდე უნდა დაინგრეს სახელმწიფო, მერე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, ვფიქრობ, რომ უნისონშია. სალომე ზურაბიშვილი უნდა წარმოჩნდეს, როგორც მშვიდობის მტრედი. რადგან როდესაც ის კანონს დაუპირისპირდება, ჩამოყალიბდება ფიგურა ადამიანისა, რომელიც ითხოვდა გარკვეული პროცესების, პოზიტიური პროცესების განვითარებას, მაგრამ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა რაღაც რეალურ გადაცდომებზე და დანაშაულებზე. ანუ საზოგადოებაში უნდა შეიქმნას აღქმა, რომ არსებობს სამართალი, მაგრამ ეს სამართალი აბსოლუტურად ცალკეა იმისაგან, რასაც სალომე ზურაბიშვილი გააჟღერებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცესკომ შეაჯამა არჩევნების შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადასტურა არჩევნების ლეგიტიმურობა, შესაბამისად, ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში