ოხსენების საგანგებო ნაწილი ეძღვნება იმას, რომ არჩევნები ჩატარებულია, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს - გიორგი ვოლსკი ეუთო/ოდირის დასკვნაზე

22 დეკემბერი 2024, 19:44 71 ნახვა

არსებობს ხაზგასმული აღიარება იმისა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ეუთო/ოდირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არის ის რეალობა, რაც შეიქმნა საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.

მმართველი გუნდის წევრმა, ასევე, გაიხსნა ეუთო/ოდირის განცხადება, რომელიც ორგანიზაციამ არჩევნების მეორე დღეს გააკეთა და სადაც საუბარი იყო, რომ არჩევნები შედგა და სახელმწიფოს მმართველობა არჩეულია.

„ეუთო/ოდირის განცხადება უნდა [გავიხსენოთ], რომელიც გააკეთეს არჩევნების მეორე დღეს. შეჯამება საკმაოდ პოზიტიური განცხადებებით დაიწყო, ის რომ არჩევნები შედგა და ის, რომ სახელმწიფოს მმართველობა არჩეულია. ეს არ შეცვლილა, ეს არსად არ დაკარგულა, ისევე, როგორც 2 დეკემბრის განცხადება, როდესაც ისტერიკაში ჩავარდა მთელი რადიკალური ოპოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ცალკეული შენიშვნების მიუხედავად, არსებობს ხაზგასმული აღიარება იმისა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ეუთო/ოდირის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არის ის რეალობა, რაც შეიქმნა საქართველოში. მოხსენების საგანგებო ნაწილი ეძღვნება იმას, რომ არჩევნები ჩატარებულია, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. არის გარკვეული შენიშვნები, რომელსაც ვერ დავეთანხმებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში