სალომე ზურაბიშილი ბიძინა ივანიშვილს: ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს

23 დეკემბერი 2024, 12:13 116 ნახვა

პრეზიდენტი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში იწვევს. სალომე ზურაბიშვილმა ეს შეთავაზება გუშინ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. სურს ივანიშვილთან ერთად მოიფიქროს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც  ზურაბიშვილის განცხადებით   შეთანხმებული უნდა იყოს 29 დეკემბრამდე.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას თან ახლდა ტექნიკური პრობლემები,  ამიტომ სალომე ზურაბიშვილს მეგაფონის მეშვეობით მოუწია საუბრის  გაგრძელება.  გამოსვლის ბოლოს  კი   თქვა, რომ   მიმართვის ჩანაწერსაც გაავრცელებს,  რათა   ყველა მსურველმა მოისმინოს.  რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლამდე სალომე ზურაბიშვილი მსვლელობის  მონაწილეებს ორბელიანების სასახლეს შეუერთდა. პრეზიდენტმა  მათ  სასახლესთან  მოწყობილი საახალწლო სცენიდან მიმართა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში