საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საბოლოო ანგარიში

24 დეკემბერი 2024, 11:53 148 ნახვა

ფართო საზოგადოებრივი უნდობლობა და შედეგების მიუღებლობა აჩენს კითხვებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე, - ამის შესახებ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.IRI-ის მისიის დასკვნით, პროცესი მრავალმა ფაქტორმა სერიოზულად დააზიანა და არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეჭვები გააჩინა.მისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხედველობაში მიიღოს სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომელიც წარმოიშვა არჩევნების შედეგად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში