საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადება

24 დეკემბერი 2024, 11:51 128 ნახვა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი მოითხოვს საქართველოში საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ პოლიციის სასტიკი ძალადობის დაუყოვნებლივ, ეფექტიან გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. ორგანიზაციის მიერ დღეს,   გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელიც ძალადობის ათეულობით მსხვერპლთან საუბარსაც ეფუძნება,   Human Rights Watch-ის თანახმად, სამართალდამცავების ქმედებას ჰქონდა ფართომასშტაბიანი და როგორც ჩანს, სადამსჯელო ხასიათი. აქციის მონაწილეებს სასტიკი მეთოდებით აკავებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ პოლიციის ავტომობილებსა და განყოფილებებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში