გერმანიის ელჩი: გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა

24 დეკემბერი 2024, 11:46 192 ნახვა

გერმანიამ საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს.გერმანიის ელჩი რამდენიმე პროექტზე საუბრობს, რომელიც შეჩერდა, მათ შორისაა ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება, მწვანე წყალბადის, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტები. „გერმანიამ, სინანულით, საქართველოსთან 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და მინისტრი სვენია შულცე საქართველოს მიერ ევროკავშირისკენ გზის დატოვებასა და საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ეხმაურებიან. - წერს პიტერ ფიშერი.

ბაკურ ფარტენაძე
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში